მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო

5cd56dc199219
BM.GE
10.05.19 16:24
907
მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.

პრემიერ-მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის USAID-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები