"საქართველოს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს საზღვარგარეთ", - ამის შესახებ საქმის კურსს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ამჟამად უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, უხცოელ ინვესტორებში კი ქვეყანას კარგი იმიჯი აქვს.
"ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ კარგია, მან ბევრი ადამიანის მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოსთვის 2017 წელი საკმაოდ კარგი იყო და უკეთესი ვიდრე მოლოდინები იყო.
საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთავრობამ წარსული შეცდომებიდან საკმაოდ ბევრი ისწავლა. მათ ესმით ბიზნესის, ჩვენ ვეღარ ვხედავთ რომ სამართლებრივი გარემო იმდენად უშლიდეს ხელს ბიზნესს როგორც ეს წლების წინ იყო. ჩვენ რეგულარული შეხვედრები გავქვს მთავრობის წევრებთან, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მინისტრთან. ახლა პირველი პრიორიტეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, საქართველოს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს საზღვარგარეთ. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - ამბობს ფადი ასლი.

























