დაჩქარებული პრივატიზაცია“ - ეს ორი სიტყვა, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად გვესმოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან; მითუმეტეს მაშინ, თუ მედიის კითხვები საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციას თუ ეკონომიკის ზრდის ფაქტორებს შეეხებოდა. სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2021 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შარშან მთავრობამ დაახლოებით 213 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა - ბევრია თუ ცოტა და რამდენი პროცენტით შესრულდა პრივატიზაციის გეგმა, ამას უკვე BM.ge-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია მოგვიყვება