მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ბანკებში დეპოზიტებზე 1 მილიარდზე მეტი აქვს განთავსებული

630f403f18c31
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.22 14:52
972
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შვიდი თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი გაიზარდა. წლის დასაწყისში ნაშთი 880 მილიონ ლარს შეადგენდა და ის 7 თვის განმავლობაში 190 მილიონი ლარით, 1.07 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის ნაშთი ასევე სხვა თავისუფალი სახსრები კომერციული ბანკების ანგარიშებზე არის განთავსებული ვადიანი დეპოზიტის სახით. ჯამში ამ სახით 1.25 მილიარდი ლარი არის შენახული. დოკუმენტში არაა მითითებული რომელ ბანკებში ინახება ეს თანხა.

"საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 1 250 000 000 ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით,"-ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

ბიუჯეტის უარყოფითი სალდო, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წლის პირველ შვიდ თვეში 717 მილიონ ლარს შეადგნდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები