მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობას "დისქაუნთი" ჰქონდა, რომელიც შეუმცირეს" - რატომ გაუზარდეს მთავრობას საწვავის ფასი?

საწვავი

2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, მთავრობას ბენზინის შესყიდვა გაუძვირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნოემბერში, სხვადასხვა ტიპის ბენზინის ფასი 9 თეთრით გაიზარდა, თუმცა დიზელის იგივე დარჩა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ამის მიზეზი წინა თვეს „პლატსის“ ღირებულება გახდა. "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ მთავრობას გარკვეული "დისქაუნთი" ჰქონდა, რომელიც შეუმცირდა.

"მთავრობა გარკვეული "დისქაუნთებით" იღებდა საწვავს. ეს "დისქაუნთები" შემცირდა. კომპანიებმა ცოტა წინ უნდა გაიხედონ, რადგან ხვალ რა იქნება, არავინ იცის", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

'სუპერის" ტიპის ბენზინს მთავრობა "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან" ყიდულობს, "პრემიუმის" ტიპის ბენზინს "რომპეტროლ საქართველოსგან", ევრორეგულარს, "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასგან", "ევრო დიზელს" კი "სან პეტროლიუმ ჯორჯიასგან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები