პროგრამა „გადაიღე საქართველოს“ ფარგლებში ამ დროისათვის 16 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, კინოგადაღების პროცესში კი ჯამურად ქვეყანაში 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ bm.ge-თან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან , რათა მათთვის საქართველო აქტიურად იქნას განხილული კინოგადაღების მოედნად.
“ცოტა ხნის წინ ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა ამერიკელი ფილმის პროდუსერები. რამდენიმე ჰოლივუდიდან იყო წარმოდგენილი. მათ ვანახეთ საქართველოში ფილმის გადაღებისთვის საინტერესო ლოკაციები, მოვატარეთ მთელი საქართველო. ახლა იგივე ადამიანებთან ვიზიტს და ამერიკული ფილმის ბაზრის გაცნობას ვგეგმავთ ოქტომბრის ბოლოს, სადაც ფილმის პროდუქსერებთან გვექნება შეხვედრები.
ჩანიშნული გვაქვს შეხვედრა HBO-თან , Paramount Picture-თან. დიდი იმედი მაქვს, მოხდება შეთანხმება HBO-თან, რომ საქართველოში გადაიღონ ისეთი სერიები, როგორიცაა მაგალითაც “Game of thones” და ა.შ", - ამბობს ხიდურელი.
პროგრამა „ გადაიღე საქართველოში“ კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

























