მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუძვირდა

ბენზინგასამართი

საქართველოს მთავრობა, სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება. 2024 წლის მაისის მდგომარეობით საწვავის ფასი წინა თვესთან შედარებით 3.69%-ით გაიზარდა და რეგულარისთვის მან 2.81 ლარი შეადგინა.

როგორ გამოითვლება საწვავის ფასი მთავრობისთვის - პირობები:

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი. აპრილის განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $927 დოლარამდე გაიზარდა, რაც სატენდერო ზრდაშიც აისახა.

შესასყიდი საწვავის ფასები ასე ნაწილდება:

  • რეგულარი - მაისის ფასი მთავრობისთვის 2.81 ლარი, აპრილის ფასი 2.71 ლარი, მატება 2.81%;
  • პრემიუმი - მაისის ფასი მთავრობისთვის 2.84 ლარი, აპრილის ფასი 2.73 ლარი, მატება 3.88%;
  • სუპერი - მაისის ფასი მთავრობისთვის 3.12 ლარი, აპრილის ფასი 3.02 ლარი, მატება 3.31%.

რაც შეეხება საწვავის ფასებს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, ის აღნიშნულ ფასებზე საშუალოდ 30-50 თეთრით უფრო ძვირი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები