მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობას ვუსურვებ, კარგად გაარკვიონ, რასთანაა დაკავშირებული მშპ-ის ზრდა" - გია ჯანდიერი

ანალიტიკა

ეკონომისტმა გია ჯანდიერმა "ანალიტიკას" ეთერში "ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში დააფიქსირა, კარგადაა შესასწავლი, რათა ზრდის გამომწვევი მოვლენების შემცირებამ უკუეფექტი არ იქონიოს.

"აუცილებელია გავარკვიოთ, რასთან არის დაკავშირებული ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მოვლენა. მათმა პოლიტიკამ რა ასახვა ნახა ეკონომიკაზე... თუ მშპ-ს ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს შესაძლებელია ორმოების ამოთხრით და შემდეგ მათი ისევ შევსებით - ამიტომ არ ვიცით რასთანაა დაკავშირებული. მე ვუსურვებდი მთავრობას, რომ კარგად გაერკვიონ იმაში, რასთანაა დაკავშირებული მშპ-ს ზრდას. თუ ეს დამყარებულია არასწორ, არანორმალურ მოვლენებზე, მაშინ შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი წინ დახვდეთ მათვე, უცებ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს იმ მოვლენების შემცირებამ, რამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია", - განაცხადა გია ჯანდიერმა.

ეკონომისტმა BMG-ს ეთერში ქვეყნის ეკონომიკისთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დასავლელ პარტნიორებთან დაახლოება უხსნის საქართველოს ახალ კარებს განვითარებისკენ.

"ჩვენი ეკონომიკა თუ არსებობს დღემდე, ეს არის ძირითადად 2000-იანებში განხორციელებული რეფორმების, დერეგულირების, გადასახადების შემცირების და გამარტივების დამსახურება. ამან შექმნა ტემპი, ინერცია და“ოცნების” ყველაზე დიდი წარმატება შეიძლება ის არის, რომ უფრო დიდი ტემპით არ გააფუჭა საქმეები, იმიტომ რომ ბევრი რამ გაფუჭდა. მაგალითად, ბოლო ხანებში ცხადია, რომ ნელ-ნელა ვკარგავთ მეგობრებს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მეგობრების დაკარგვა ახალ შანსებს გვიქმნის, არ მგონია.

...ევროინტეგრაცია არის გზა, რომელიც ქვეყანას უზრდის შანსებს, მეგობრების რაოდენობას და სხვებიც ასე გიყურებენ. თუ ამ გზით წავედით, რომ მეგობარს ვეჩხუბეთ და ყველა დავადანაშაულეთ, თითქოს აქეთ გვებრძვიან, ამით ჩენს შანსებს ვამცირებთ", - ამბობს გია ჯანდიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები