მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას წელს ოფისების შენახვა 145 მილიონი ლარი დაუჯდა

630a4dd91448b
BM.GE
27.08.22 20:49
954
ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2022 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დოკუმენტში დეტალურად არის ჩაშლილი ბიუჯეტის "საქონელი და მომსახურების" მუხლით გაღებული ხარჯების შემადგენლობა, საიდანაც ირკვევა, რომ წელს სახელწიფოს ოფისების შენახვა რეკორდულად ძვირი - 145.6 მილიონი ლარი დაუჯდა. ამაში შედის ოფისების კომუნალური მომსახურებისა და მათი აღჭურვა მომარაგების ხარჯები. მათ შორის A4 ფორმატის ქაღალდების, პრინტერების, ბაინდერების შეძენა და ოფისების სახარჯი მასალებით აღჭურვა. 

შედარებისთვის, 2021 წლის პირველ ნახევარში ოფისების შენახვის ხარჯი 110.1 მილიონი ლარი იყო, რაც წლევანდელთან შედარებით 35.5 მილიონი ლარით ნაკლებია. ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა შესაძლოა სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების საფასურის ზრდით იყოს განპირობებული. 

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფომ წელს რბილი ავეჯის, სხვა ინვენტარისა და უნიფორმების შეძენაზე 29.4 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტია. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები