მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობაში არა - ლოიალურობის, არამედ პროფესიონალიზმის პრინციპით შერჩეული ხალხი უნდა იყოს"

5c0e29daed1eb
თამუნა დემეტრაშვილი
11.12.18 09:30
1153
კომპანია ,,ნატახტრის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში, განსაკუთრებით კი საშუალო და ქვედა დონეებზე პროფესიონალიზმის კუთხით შერჩეული ხალხი უნდა დაინიშნოს.

,,ჩვენ გვყავს საუკეთესო ხალხი, რომლებიც კარგ გუნდებად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ. ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს მთავრობამ უნდა განახორციელოს. უნდა შევარჩიოთ ის ხალხი, რომლებიც არიან პროფესიონალები. არა - ლოიალურობის ან სხვა პრინციპით, არამედ მხოლოდ პროფესიონალიზმით და მოვიწვიოთ მთავრობაში, განსაკუთრებით საშუალო და ქვედა დონეებზე, რომ მათ სწორი გადაწყევტილებები მიიღონ”, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა გადაცემა ,,საქმიანი დილაში”.

მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო დღის წესრიგი და არა -  პირადი დღის წესრიგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები