მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი რთულად მიდის"

5bf536d280c97
BM.GE
24.10.18 19:20
767

"მეც ვიყავი მთავრობაში და ვიცი, ვხედავდი, რთულად მიდის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. ყველაფერს სჭირდება მენეჯერი. ყველა კომპანიას თავის მენეჯერს ჰგავს. "- განაცხადა სადაზღვეო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ქალების ნარატივის ეთერში ქეთი ქვარცხავასთან სტუმრობისას წამყვანის რეპლიკაზე და მთავრობის დაპირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა კანონზე ეკონომიკური ეფექტიანობა დაითვლებოდა.

"როცა სტრუქტურას ხელმძღვანელობ და გაქვს მკაფიო ნება და ხედვა, რომ ამისგან რაღაცას გააკეთებ, აუცილებლად გამოვა. მიუხედავად იმისა რომ ერთ წელიწადში შეიძლება თანამდებობაზე აღარ იყო. როცა შემოდის წერილი პრობლემაზე რომლის მოგვარებაც მარტივად შეიძლება ეს პრობლემა უნდა მოაგვარო და არ დატოვო პრობლემად. დღეს რასაც ვუყურებ, განსაკუთრებით თვითმმართველობებში პრობლემა რჩება პრობლემად. პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ, რომ ეს არის დავალება, ეს არის მიზანი რომ პირობითად თითოეულ სოფელს ჰქონდეს წყალი.. ხალხმა იშოვოს მეტი ფული. ამ ყველაფრის მიუხედავად მგონია, რომ ჩვენი თვალსაწიერი იმდენად გაიზარდა, იმდენად დიდია სურვილი ვიშოვოთ უფრო მეტი ფული, ჩვენმა შვილებმა უკეთ ისწავლონ, გარდაუვალია ჩვენი ევროპეიზაცია. "- ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ისწავლს სწორი აქცენტების დასმა. "დღეს რომ სადაზღვევო სექტორში პატარა ხარვეზებია ამაზე ხმამაღლა საუაბრს და აქტიურობას ვაპირებთ. იურიდეულ სერვისებში რომ ხარვეზებია ცხადია უნდა ისაუბროთ, ადვოკატები თუ სადმე კორუფციას ხედავენ ამაზე ხმამაღლა უნდა ისაუბრონ. მე დარწმუნებული ვარ რომ არიან ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, ვინც ამაზე აქტიურად ირეაგირებენ.

სწორად მიწოდებული საკითხები ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს. ისინი ჩვენი არჩეულები არიან და სხვა გზა არ აქვთ. თუ არა, მათაც დავემშვიდობებით. " - ამბობს ნინა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები