მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობებმა ერთმანეთის შეცდომები ვერ ისწავლეს, ეკ. განვითარების ერთიანი ხედვა ვერ შევქმენით - ეკონომისტი

6471907d52de2
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 11:40
485
მთავრობებმა ერთმანეთის შეცდომები ვერ ისწავლეს, ერთმანეთის გაკვეთილები არ გაითვალისწინეს, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების ერთიანი ხედვა ვერ შევქმენით, - ასე აფასებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა „ანალიტიკას“ ეთერში საქართველოს მიღწევებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

როგორც ეკონომისტი ამბობს, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკამ პროგრესი შეძლო, თუმცა უფრო მეტის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი, ქვეყანას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთიანი ეკონომიკური ხედვა რომ ჰქონოდა და უფრო აქტიურად რომ გამოეყენებინა არსებული შესაძლებლობები ევროინტეგრაციის კონტექსტში.

დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური ისტორია – 32 წელი რიცხვებში

„დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ მაღალი შედეგების მიღწევა შეძლო, როგორც სიღარიბის დაძლევის, ასევე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. რაც შეეხება შეცდომებს, სხვადასხვა მთავრობებმა ერთმანეთის შეცდომები ვერ ისწავლეს, ერთმანეთის გაკვეთილები არ გაითვალისწინეს, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების ერთიანი ხედვა ვერ შევქმენით, რომლის ფარგლებშიც შემდეგ შევძლებდით იმაზე უფრო მეტად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, ვიდრე დღემდე შევძელით. განსაკუთრებით საუბარია ევროპასთან, დასავლეთთან ინტეგრაციის კონტექსტში. ამ მიმართულებით იმდენად დამოუკიდებელი ვერ გავხდით, მათ შორის გარკვეული ძალებისგან, როგორც ეს შეიძლებოდა იმ მხარდაჭერის ფონზე, რომელიც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთიდან გვქონდა“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები