მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს თბილისის ფილარმონიაც ჩამოართვა

შადრევნის რეაბილიტაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს გარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლებაც ჩამოართვა.

ორივე ქონება გადაცემულია მათი არსებობის ვადით. დოკუმენტის მიხედვით, ახლა ამ ორი ორგანიზაციის Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა უნდა მოხდეს. პროცესს კი, აქტივების ახალი მფლობელი, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

თბილისის ფილარმონია აქტივების მართვის კომპანიიდან კულტურის სამინისტროს ბალანსზე 2022 წლის 27 მაისს გადავიდა.

იქამდე, 2019 წლამდე კომპანიას შპს „ინტერნეიშენალ ივენთსი" მართავდა, რომელთან ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები