მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; პარლამენტის და სხვა უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

კანცელარია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები