მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ახალი ინიციატივა & თანამედროვე ტექნოლოგიების როლი აგრობიზნესში

საქართველოს პრემიერ მინისტრი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებსაც 3 წლის განმავლობაში გადასახადები გაუნულდებათ. გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი - ხელოვნური ინტელექტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით, რომლის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება;

შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები, რა მიმართულებითაც პრემიერის თქმით, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს და ბოლოს, აგროტექნოლოგიები. საუბარია ახალ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება. რა გზავნილია სტარტაპ კომპანიებისთვის პრემიერის ეს ინიციატივა და რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს?

სტუმარი: ირაკლი ერაძე - SST-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები