მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ახალ სსიპ-ს - სივრცითი განვითარების სააგენტოს იოანე მენაბდე უხელმძღვანელებს

62d92c1f1d0ff
BM.GE
21.07.22 14:22
6704
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსად იოანე მენაბდე დაინიშნა.

სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, სივრცითი დაგეგმვის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრისა და გატარების, ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა.

სააგენტოს ძირითად ფუნქციებად განისაზღვრა სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავება, დარგის მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მართვა, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავების/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტისთვის ან მათი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადება, ქალაქთმშენებლობითი დასკვნების გაცემა, საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება, განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

რაც შეეხება სააგენტოს ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა - იოანე მენაბდეს განათლება მიღებული აქვს ესპანეთში, იტალიასა და უნგრეთში, იგი არის მადრიდის IE უნივერსიტეტის მაგისტრი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით, მინიჭებული აქვს მილანის ბოკონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და საერთაშორისო ფინანსებში, ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის განხრით ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს.

იოანე მენაბდე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო და კერძო სექტორში, მათ შორის იყო კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი, „კოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას“ კონსულტანტი უძრავი ქონების განვითარებისა და ტურისტული სექტორის კვლევის მიმართულებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო ოფიცერი ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სივრცითი და ტერიტორიული მოწყობის მიმართულება დეპარტამენტის სახით აქამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა. მთავრობის ინიციატივით, ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცა.

აღსანიშნია ისიც, რომ 2018 წლამდე აღნიშნულ ფუნქციას ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა და მისი ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა ე.წ. "მცირე მთავრობის" კონცეფციით იყო გამოწვეული.

ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორია, სტრუქტურული ცვლილებების მიზანშეწონილობას განმარტავდა ისე, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული 12-კაციანი დეპარტამენტი, სრულყოფილი მუშაობისთვის საკმარისი არ იყო.

ახალი სსიპ-ის შენახვა გადასახადის გადამხდელებს მიმდინარე წელს 5 მილიონიო ლარი დაუჯდებათ; სწორედ ამდენივე მოცულობის საბიუჯეტო რესურსი იყო გათვალისწინებული წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის, რაც ახალ სააგენტოს გადაეცემა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომავალი წლისთვის დიდი ალბათობით ამ მოცულობით საბიუჯეტო რესურსი საკმარისი არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები