საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შეჩერდეს, პროტესტს გამოთქვამენ. განცხადებას ხელს 47 თანამშრომელი აწერს და მათი ცნობით, სია განახლებადია.
ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, რაც ქვეყნის მომავალს აზიანებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები, ასევე მიიჩნევენ რომ ჟურნალისტური საქმიანობა ახლა, ისე როგორც არასდროს პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს.
"ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, რაც არაერთხელ საპროტესტო აქციებით გამოიხატა. ასევე, აღსანიშნავია ის ნეგატიური კამპანია, რაც ჟურნალისტების მიმართ უნდობლობის და აგრესიის კულტივირებას ემსახურება. მედიის წარმომადგენლების მიმართ, გამიზნული ფიზიკური ანგარიშსწორება კი, უახლესი ისტორიის არაერთ თავს ითვლის. ამის დასტურია გუშინდელი დარბევაც, რომელმაც არაერთი ჟურნალისტის და ოპერატორის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა.
მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს.
ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები:
1. ირინა ყურუა
2. მაია მერკვილაძე
3. სალომე გეგეშიძე
4. ამირან ვადაჭკორია
5. თეკლა მჭედლიძე
6. ნონა დიასამიძე
7. მარიამ ბოლქვაძე
8. თეონა თურმანიძე
9. თეონა ხარაბაძე
10. გიგა ჯიჯავაძე
11. ანა გოგიტიძე
12. სოფო ჟღენტი
13. ირმა ჩხაიძე
14. ზურაბ გუჯაბიძე
15. კახა კეჟერაძე
16. დათო ტრაპაიძე
17. მაია ვარშანიძე
18. ბაჩო გურაბანიძე
19. ლაშა ზარგინავა
20. ხათუნა შუშანიძე
21. სულხან წულუკიძე
22. გიორგი წეროძე
23.შოთა გუჯაბიძე
24.ნინო ინაიშვილი
25. ზაირა ლომაძე
26. ლალა ფაღავა
27. ირაკლი ჯაფარიძე
28. გიორგი ლორია
29. თამარ გაზდელიანი
30. რატი რატიანი
31. გუგული ბერიძე
32. ანა ვაშაყმაძე
32. ლეილა შავიშვილი
33. ლევან ურიდია
34. ნონა ჩხარტიშვილი
35. ცირა სურმანიძე
36. გიორგი მურვანიძე
37. მამუკა დარჩია
38. მინიკო ბერიძე
39. ჯენი კვანტალიანი
40. სოფო შავაძე
41. მზია მართალიშვილი
42. ნათია ლომაძე
43. ირინე წუწუნავა
44. გაბრიელა კვაჭანტირაძე
45. თიკო სუსარეიშვილი
46. დიო საფაროვა
47. ნათია თავდგირიძე
სია განახლებადია ...