მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მიზანი, შიდა ფრენებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზებაა - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

შიდა მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ შიდა ფრენების სუბსიდირების მთავარი ამოცანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის შიგნით ხელმისაწვდომი ფასით მოგზაურობაა.

"საქართველოს მთავრობა განაგრძობს იყოს მთავარი პარტნიორი შიდა ფრენების სტიმულირების, ოპერირების და შემდეგში ფრენის ტარიფის სუბსიდირების. მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით კი, სვანეთისთვის, რაჭისთვის, ისევე როგორც კახეთისთვის და ყველა იმ მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომელიც აღნიშნულ რეგიონებში ტურიზმის სექტორში არიან ჩართულები.

მნიშვნელოვანია, რომ შიდა აეროპორტებს კვლავ ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო აეროპორტებთან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში ვამოგზაუროთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით მათთვის, ვინც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. ჩვენთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს რომ მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასით იმოგზაურონ ერთი რეგიონიდან მეორეში. სწორედ ამ იდეოლოგიის კვალდაკვალ გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენების განხორციელებაზე 23.1 მლნ ლარის ტენდერებს აცხადებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები