მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის პროგნოზით, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და 2034 წელს 19 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს

აფხაზეთის ელექტროსისტემა

სახელმწიფო ელექტროსისტემა მომდევნო ათ წელში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ელოდება.

საპროგნოზო მონაცემებით, 2034 წლისთვის მოხმარება 19 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. დადგმული სიმძლავრის გამომუშავება კი 36 მილიარდი კვტ/სთ იქნება, აქედან ჰესებზე 26 მილიარდ კვტ/სთ მოვა, ხოლო ქარის და მზის სადგურების გამომუშავება 5.2 მილიარდი კვტ/სთ-მდე გაიზრდება.

ელექტროსისტემას მოხმარების ზრდის სხვადასხვა სცენარი აქვს, ზომიერი სცენარით მოხმარება შემდეგ ათ წელში 3%-ით გაიზრდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. კერძოდ, ოპტიმისტური სცენარით, 2034 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში 23,5 მილიარდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება. გასული წლის შემცირების შემდეგ, 2024 წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში კვლავ მზარდია, რაც ძირითადად მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება. ჯამში, 2024 წლის პირველ 9 თვეში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.4%-ით 10.4 მილიარდი კვტ საათამდე გაიზარდა.

ამას გარდა, მთავრობა 2034 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს. გადამცემი ხაზების განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, დადგმული სიმძლავრე ათ წელში 10 336 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს.

ეს 10336 მგვტ ასე გადანაწილდება:

  • 7 222 მგვტ - ჰიდრო
  • 1590 მგვტ - თბოსადგური
  • 1291 მგვტ - ქარი

ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან დაახლოებით 70% ჰიდროსადგურებზე მოდის, ხოლო 25% თბოსადგურებზე. უმნიშვნელოა ქარის სადგურის წილი. საქართველოს ენერგოსისტემაში ჩართული მზის სადგური არ გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები