ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობას, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება - ეს განცხადება გააჟღერა დღეს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრს მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ, მთავარი გამოწვევად კადრების დეფიციტი დასახელდა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბიზნესთან თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს.