მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სტრატკომს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს

ნინო გიორგობიანი

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.

მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, მანამდე კი, პარლამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მიშა ფეიქრიშვილს მედიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის ბევრწლიანი გამოცდილება აქვს.

„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, - წერს მთავრობის სტრატკომის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები