მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება იკრძალება - "ოცნების" ახალი ინიციატივა

ფული სესხი

"ქართული ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიის მიერ ინიციირებულ "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხო­უ­რი გრან­ტის მი­ღე­ბას მთავ­რობის ან მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის მისაცემად 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გასაჩივრების პროცესში, მთავრობის გადაწყვეტილება არ ჩერდება.

აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები