საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებები მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, 2025 წლიდან პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, წელიწადში 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი - 11,305 ლარი, წელიწადში 135,660 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში - 9,975 ლარი ანუ წლიურად 119,700 ლარი, ხოლო რიგითი მოადგილის ხელფასი 9,642 ლარი თვეში ანუ წელიწადში 115 710 ლარი იქნება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. რა კრიტერიუმით უნდა განისაზღვრებოდეს საჯარო სექტორში თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა ხელფასები, რომ ის შრომის ადეკვატურ ანაზღაურებად ჩაითვალოს იმ ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 1855 ლარია და როგორ უნდა იზომებოდეს გაწეული ხარჯის ეფექტიანობა?
სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;