მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის წევრების ავტოპარკი

5ae2c5421f0a9
თამუნა დემეტრაშვილი
27.04.18 10:37
1654
14 მინისტრიდან 5-ის ოჯახს ავტომობილი არ ჰყავს, ავტომანქანა არც პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს უფიქსირდება. 2018 წლის დეკლარაციების მიხედვით, ავტომობილები არ ჰყავთ - განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და მის ოჯახს, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს და მის ოჯახს, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, ასევე დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარსა და მის ოჯახს. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ოთხი მინისტრია, რომელსაც ავტომობილები პირად საკუთრებაში ჰყავთ, ესენია:

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო- ფლობს 39200 დოლარად შეფასებულ 2014 წლის Toyota Prado AF311FA-ს.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი- 2009 წლიანი Mitsubishi Pajero, 2009, რომელიც დეკლარაციის მიხედვით ნაჩუქარია.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი - ფლობს 2006 წლის მერსედეს ბენცი მლ 350-ს, რომელიც დეკლარაციით 10 000 დოლარადაა შეფასებული.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი - 2008წლის Hyundai Tucson, ღირებულებით 21 500 დოლარი.
შსს-ს მინისტრი გიორგი გახარია თავად არ ფლობს ავტომობილს, თუმცა 2017 წლის დეკლარაციით მის მეუღლეს ეკუთვნის ტოიოტა RAV4 2016 , რომლის ღირებულება 22 000 დოლარია, ახალი დეკლარაცია მინისტრს ჯერ არ წარუდგენია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილს საკუთრებაში მანქანა ასევე არ ჰყავს, თუმცა მის მამას ეკუთვნის 30 ათას დოლარად შეფასებული 2011 წლის porsche cayenne. 19 000 დოლარად შეფასებული Mercedes-Benz ეკუთვნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის მეუღლეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მეუღლეს კი 2006 წლის AUDI Q7 უფიქსირდება. 2011 წლის Toyota Avensis-ს ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მეუღლეც.

მაღალი თანამდებობის პირებიდან ყველაზე შთამბეჭდავად თბილისის მერი კახი კალაძის ავტოპარკი გამოიყურება. სამი მოტოციკლი,- 25 ათას ევროდ შეფასებული HARLEY DAVIDSON SPRINGER, 28 ათას ევროდ შეფასებული HARLEY DAVIDSON V ROD და 20 ათას ევროდ შეფასებული HARLEY DAVIDSON BOBBER. ასევე, 7 მსუბუქი ავტომობილი, მათ შორის 135 ათას დოლარად ღირებული BENTLEY CONTINENTAL და 360000 ათას ევროდ ღირებული FERRARI GTO. - ასეთია ქალაქის მერის ავტომობილების არასრული ჩამონათვალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები