მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის წევრებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის შემუშავებული ეკონომიკური მემორანდუმი განიხილეს

6294ba0d5b698
BM.GE
30.05.22 16:47
483
საქართველოს მთავრობის წევრებსა და მსოფლიო ბანკს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი - “მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის” განიხილეს.

როგორც  bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მემორანდუმში ქვეყნის მიერ რეფორმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთი მიმართულებით არის საუბარი როგორიცაა: სტრუქტურული და სივრცითი ტრანსფორმაცია, პროდუქტიულობის გაზრდა სხვადასხვა სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიღწევებია ასახული და მისი მიზანი აღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები