მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობისგან პატივისცემა იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელი ჩამომართვას და მიჩქმიტოს" <Video>

5d03e1bddaf17
თელარა გელანტია
15.06.19 10:00
1557
„ჩემი სარჩევი თუ გახდა მთავრობა, დავღუპულვართ მაშინ“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-ის კითხვას - რას ურჩევდა საქართველოს მთავრობას.

მისი თქმით, არასტაბილური ბიზნეს-გარემო და მოულოდნელი რეგულაციები, რაზეც ბიზნესი საქმის კურსში არაა, აფრთხობს როგორც - უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებს, ამიტომ ჭყონიას მიაჩნია, რომ კერძო სექტორი, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, მეტ პატივისცემას იმსახურებს.

„როცა მე ვსაუბრობ პატივისცემაზე, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელი ჩამომართვას (იგულისხმება მთავრობა) და მიჩქმიტოს, პატივისცემა ჩემს გაგებაში ნიშნავს იმას, რომ გათამამებს, მოტივაციას გიზრდის და თავდაჯერებულობას გმატებს. ადამიანს რომ პატივს სცემ, იმას ანიჭებ სწორ ფუნქციას, რომ შენ ხარ მაგარი, იყავი მაგარი და მე ამას აღვნიშნავ და პატივს გცემ, ესაა მთავარი, თორემ ის კი არა, რომ ჩაიზე დამპატიჟო და მერე რომ გამოხვალ, კარები მოგიჯახუნოს და სულ კარგად იყავიო“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ, თან იქვე დასძინა: „ეს ისე, ილუზიაში ვარ, ოცნებაა, თორემ ვინ მოგეფერება, ვის რაში სჭირდები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები