მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო.

























