საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე თიბისი-ბანკის დამფუძნებლების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, თუ მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ შეწყდება, ის მთელს მსოფლიოს აცნობებს იმის შესახებ, თუ რა საშიშროება დაემუქრება საქართველოში ბიზნესის წარმოებას.
"თუ მომდევნო დღეების განმავლობაში არ შეწყდება თიბისი ბანკის, ანაკლიის პროექტის მეწილეებისა და ზოგადად ჩვენი წევრების მიმართ მთავრობის მიერ ზეწოლა, ICC იძულებული გახდება გამაფრთხილებელი წერილი გააგზავნოს ყველა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტში მსოფლიოს მასშტაბით, რადგან იცოდნენ იმ საშიშროებებისა და მაღალი რისკების შესახებ, რომელიც მოჰყვება საქართველოში ბიზნესის წარმოებას"-წერს ფადი ასლი.

























