მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთელ მსოფლიოში, Temu-ს ტვირთებმა ჰაერი მთლიანად წალეკა" - SKYLOG

temu

მთელ მსოფლიოში, Temu-ს ტვირთებმა ჰაერი მთლიანად წალეკა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ SKYLOG-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ზუმბაძემ საჰაერო გადაზიდვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჰაერო გადაზიდვა მთლიანად ელექტრონულ კომერციაზე გადაერთო. SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი დასძენს, რომ ონლაინ პლატფორმა Temu-მ პრეცედენტი შექმნა, შესაბამისად წელიწადზე მეტია, თითქმის მთელი საჰაერო გადაზიდვები Temu-ს ამანათების გადატანაზეა აწყობილი.

“მთელ მსოფლიოში, Temu-ს ტვირთებმა ჰაერი მთლიანად წალეკა. შესაბამისად, ჰაერით ტვირთის გადაზიდვა არ შემცირებულა. შეიცვალა თვითონ შინაარსი ამ ტვირთის. დასაქმებული თვითმფრინავების 90% Temu-ს ტვირთია, რომელიც საქართველოს გავლით მოძრაობს. Temu-მ შექმნა პრეცედენტი და წელიწადზე მეტია, თითქმის მთელი საჰაერო გადაზიდვები Temu-ს ამანათების გადატანაზეა აწყობილი.

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი იღბლიანი იყო, რომელიც ტრანზიტულ ტვირთებში ჩავერთეთ. Temu-ს ელექტრონული კომერცია, რუსეთზე ვერც ვერასოდეს გაივლის, იმიტომ, რომ შიგნით ძალიან ბევრი დასახელების და რაოდენობის პროდუქციაა”, - ამბობს SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ზუმბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები