მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე"

5b48a68ccc624
BM.GE
13.07.18 17:15
763
მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა გაერთიანებული კომიტეტების დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

"ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. გაიმართა სამკაოდ ცხარე დისკუსია, დაისვა საინტერესო კითხვები, პროცესმა დინამიურად ჩაიარა. ძირითადად საქმიანი კითხვები დაისვა, ჩემთვისაც საინტერესო იყო პასუხის გაცემა, რასაკვირველია იყო პოლიტიკური პროვოკაციის ელემენტებიც“ - განაცხადა მან.

კითხვაზე აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს სამინისტროში ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს.

"ბოლო დღეებში მქონდა შეხვედრა მოადგილეებთან, ისინი კვალიფიციური და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ საკადრო გადაადგილებების შესახებ. შევხედავ სტრუქტურას, პროცესებს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე, სწორედ აქედან გვინდა ვნახოთ ეფექტურობა, ვნახოთ დანაზოგი, ვნახოთ გარკვეული პროცესების დაჩქარება, უფრო მეტი დინამიურობა შევძინოთ ჩვენს ეკონომიკას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი დინამიკაც საკმაოდ კარგია, რეგიონში საუკეთესო, მაისში - 7,5%, ხოლო 6.1%-ია 5 თვის ეკონომიკური ზრდა, რაც იმაზე მაღალია ვიდრე იყო დაგეგმილი. ჩვენ ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ და ის რეფორმები, რომელიც დაიწყო პრემიერმა და რომლის განსახორციელებლადაც მე მივედი ფინანსთა სამინისტროში რასაკვირველია ამ ტემპს დააჩქარებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები