მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთელი მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის კორექტირება უნდა მოახდინონ"

5773b2dc8e4ba
BM.GE
29.06.16 15:35
1391
"მთელი მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის კორექტირება უნდა მოახდინონ, რათა დესტაბილიზაციის ფაქტორების გავრცელება აღიკვეთოს", - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ საფინანსო კონფერენციაზე პორტუგალიაში. კონფერენციაზე აშშ-ის ცენტრალური ბანკის და ინგლისის ბანკის ხელმძღვანელებს შორის დებატები იყო დაგეგმილი, თუმცა Brexit-მა გეგმები შეცვალა.
 
"ჩვენ შესაძლოა არ გვჭირდება ფორმალური კოორდინაცია მონეტარული პოლიტიკის სფეროში, მაგრამ აუცილებელია მისი კორექტირება მოვახდინოთ. კორექტირებაზე საუბრისას ვგულისხმობ იმის გაანალიზებას, თუ რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე ახალი გამოწვევები. აზრთა გაცვლა კი დაგვეხმარება უკეთ მოვაწყოთ ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა", - განაცხადა დრაგიმ.

კონფერენციაზე გამოსვლისას დრაგის არ უხსენებია დიდი ბრიტანეთი, თუმცა რეფერენდუმის შედეგებს „ძალიან საწყენი“ უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები