მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტი "განთიადი" - ცემში, ძველი ბავშვთა სანატორიუმის ბაზაზე გახსნილი ახალი სასტუმრო

6342ae79aa10d
ლიკა გურაბანიძე
09.10.22 15:47
3603
მთის კურორტი "განთიადი” - ცემში, ძველ ბავშვთა სანატორიუმ "განთიადის" ბაზაზე გახსნილი 70-ნომრიანი სასტუმროა. დღეს მოქმედი საოჯახო სასტუმროს ადგილას 1973 წლიდან 2022 წლამდე სანატორიუმი “განთიადი” ფუნქციონირებდა. მის სასტუმროდ გადაკეთებაში კი ოჯახმა 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი დიანა ჩომახაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ადგილი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც ფილტვების აწუხებს და კურორტის ტიპის, სამედიცინო სერვისებით განვითარებულ სასტუმროში სპეციალისტების დახმარებით სხვადასხვა სახის კლიმატოთერაპიები ტარდება. სასტუმრო 2022 წლის ივნისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.





“სასტუმროში ერთი, ორადგილიანი ნომრის ღირებულება სამჯერადი კვებით 200-250 ლარია იწყება. სასტუმრო საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და მომავალშიც ასე ვაპირებთ ოპერირებას, თუმცა რადგან 2023 წლიდან სატესტო რეჟიმზე აღარ ვიქნებით ფასებს მცირედით - 20%-ით გავზრდით. მიუხედავად ამისა, ჩვენი ბიზნეს კონცეფციის მიხედვით, სასტუმრო საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი”, - განმარტა დიანა ჩომახაშვილმა.




აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში გახსნილი სასტუმრო 100%-ით იყო დატვირთული, რაც სასტუმროს მენეჯმენტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "განთიადის" გენერალური მენეჯერის თქმით, მათთვის ყველაზე დიდ პრობლემას კადრების დაკომპლექტება წარმოადგენდა, რადგან პანდემიის შემდეგ, ამ კუთხით ქვეყანაში ვითარება გართულებულია და ყველა ტიპის ბიზნესი კადრების დეფიციტს განიცდის.

“ზაფხულში ახლადდაკომპლექტებული კადრებით მუშაობას თავისი სირთულეები ახლდა, თუმცა ჩვენ ეს სირთულეები დავძლიეთ. ასევე, კადრების მოძიების პროცესში აქცენტი გვერდით მდებარე სოფლებზე გავაკეთეთ, საიდანაც ახალგაზრდების ნაკადი მივიღეთ. ისინი გადავამზადეთ და სასტუმროში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, მიმტანებად და დამლაგებლებად დავასაქმეთ. ბორჯომი-ბაკურიანის სიახლოვემ განაპირობა, რომ ამ სფეროში გამოცდილი კადრებიც არიან. ჩვენთან საშუალო ხელფასი მომსახურების ნაწილში 800 ლარია, ხოლო მენეჯერულ რგოლში 1300 ლარი. ჩვენი თანამშრომლები სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ტრასნპორტირებით და კვებით უზრუნველვყოფთ და მათთვის ეს თანხა მისაღებია”, - აღნიშნა სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა.



როგორც ის ამბობს, ზამთარში ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ბიზნესის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რადგან დიდთოვლობის დროს გზების სრულფასოვანი გაწმენდა არ ხდება, რაც მათ განვითარებას აფერხებს. ასევე ბიზნესს წყლის პრობლემა უდგას და სასტუმროს წყალმომარაგება რეზერვუარებით უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები