მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის ტრასების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

627b703553423
თელარა გელანტია
11.05.22 12:15
2333
მთის ტრასების სააგენტოში (ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია) საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, ირაკლი ჭირაქაძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ის ირაკლი ბურჭულაძემ შეცვალა.

ირაკლი ბურჭულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. ბოლო 6 თვე კი - მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც დაგვიდასტურეს.

ჯერჯერობით, BMG-ისთვის უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი. ვცდილობთ ირაკლი ჭირაქაძეს დავუკავშირდეთ.

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 2013 წელს დაარსდა. 2017 წლიდან შპს "საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია" მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი (მესტია).

აღსანიშნია ისიც, რომ გასული წლიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს - MTA - Mountain Tracks Agency - მთის ტრასების სააგენტო და სახელმწიფო შესყიდვებში სწორედ ამ სახელით მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები