მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკიცედ მჯერა,საქართველოს მომავალს ალტერნატივა არ აქვს გარდა ევროპისა - კონსული სან-ფრანცისკოში

ლევან ყულიჯანიშვილი

ყოფილი ბანკირი და საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანაშვილი წერს, რომ საქართველოს მომავალს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ევროპისა და დასავლეთისა.

დიპლომატი წერს, რომ ღრმა მწუხარებას იწვევს, ბოლო დროს, თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები.

"მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს მომავალს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ევროპისა და დასავლეთისა - გზა, რომელიც ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში და ფესვგადგმული ჩვენს ისტორიაში, ღირებულებებსა და მისწრაფებებში.

ღრმა მწუხარებას იწვევს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დედაქალაქის ქუჩებიდან შემაშფოთებელ კადრებთან ერთად.
საქართველოს გზა ნათელი უნდა დარჩეს - ევროპისკენ, დასავლეთისაკენ, პროგრესისაკენ", - წერს ლევან ყულიჯანიშვილი.

საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ტექსტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები