მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკიცედ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას მთავრობის მიერ ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგ - Biliki.AI

biliki
04.05.24 18:19
2275

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Biliki.AI Linkedin-ის გვერდზე რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს. სტარტაპი აღნიშნავს, რომ კომპანია არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული და რომ საქართველოს წინვსლის მიღწევა სწორედ ამ ღირებულებების დაცვის შედეგად შეუძლია.

"დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი და მტკიცედ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რუსეთის კანონის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა მომავლის, სადაც ინოვაციები აყვავდება, სადაც თავისუფლება სუფევს და სადაც თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა.

როგორც დამფუძნებლები და გუნდის წევრები, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ევროპული ღირებულებების – დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და პროგრესის ღირებულებების დაცვისთვის. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც წინ წაგვიყვანს, რაც შთააგონებს საზღვრების გადალახვას და პოზიტიური ცვლილების მიღწევას,"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები