ექსპერტები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანულ გამოწვევებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ამ არეალში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის ისტორიულ არეალთან თანხვედრაში არ მოდის. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი პროექტების გავლენა ექსპერტებმა შეაფასეს და შესაბამისი კვლევა მოამზადეს. კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი 16 პრობლემური პროექტი. პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა მათი რეალიზების საფრთხე მაღალია. პროექტებს შორის არის: მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები. რა ძირითად გამოწვევებზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები, სად ხედავენ გამოსავალს და რას უნდა ველოდოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტისგან, რომელიც ქალაქის ისტორიულ არეალში შენდება?