მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცენარეთა მოვლის საშუალებებზე მოთხოვნა გაიზარდა - "აგროქართლი"

აგქრო

მცენარეთა მოვლისთვის საჭირო პრეპარატების იმპორტიორი კომპანია „აგროქართლი“ გაზაფხულზე ყვარელში შოურუმს გახსნის. კომპანიამ მიმდინარე წელს შოურუმი დედაქალაქშიც გახსნა.

როგორც „აგროქართლის“ დირექტორი, გოგა სიმონიშვილი bm.ge-სთან საუბარში ჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში შოურუმი დაგვიანებით, გაყიდვები მაინც დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენი პროდუქცია სეზონურია, გვიან გავხსენით, თუმცა გაყიდვებით მაინც კმაყოფილი ვართ. გაზაფხულზე ყვარელში ვაპირებთ შოურუმის გახსნას, შენობა უკვე ვიყიდეთ. ყველა რეგიონში ვართ წარმოდგენილი თითქმის“, - ამბობს სიმონიშვილი, თუმცა კონკრეტული ინვესტიციის დასახელებისგან თავს იკავებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიას პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელიდან შემოაქვს. bm.ge-ის კითხვაზე, თუ ჰქონდათ უკვე კომუნიკაცია პარტნიორებთან და რა ფორმით აისახება მათ ბიზნესზე მიმდინარე მოვლენები, სიმონიშვილი პასუხობს, რომ პროდუქცია ისრაელიდან შემოაქვთ, თუმცა პარტნიორებთან ჯერ საკითხზე არ უსაუბრიათ.

“ჩვენ სხვადასხვა საუკეთესო ბრენდის პროდუქცია შემოგვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ წელს გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, პროდუქცია შემოგვაქვს ამ ქვეყნიდან, თუმცა მომავალთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები