ტერაბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა Saasargeblo.ge-მ B2B შეხვედრა გამართა. შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესისა და SaaS კომპანიების წარმომადგენლების გაცნობას, მათ შორის ახალი, სასარგებლო და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას, მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერასა და, საბოლოოდ, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას ემსახურებოდა.