მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა

მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ბიზნესს უჭირს, საკუთარი წარმოება განავითაროს, რათა პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულებას Iset-ის კვლევითი ინსტიტუტი ამ წუთებში წარადგენს. კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეფორმების 50% უკვე შესრულებულია, ბიზნესის გასავითარებლად კი მთავრობასა და კერძო სექტორს მეტი მუშაობა სჭირდებათ. რა პრობლემების წინაშეა მცირე და საშუალო ბიზნესი, რას აკეთებს ხელისუფლება მათი განვითარების ხელშესაწყობად?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები