მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ბიზნესს უჭირს, საკუთარი წარმოება განავითაროს, რათა პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. აისეტის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტის გიორგი პაპავას განცხადებით, თუ მსხვილი ბიზნესებისთვის გამოწვევა ძირითადად მუშა ხელზე ხელმისაწვდომობაა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მოთხოვნის დაბალი დონე რჩება. როგორც სმედაში ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი პროგრამისა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხრივ განსაკუთრებული შედეგები არ ჩანს. გიგა ფაიქიძე აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ნაბიჯები როგორც ხელისუფლებაში, ისე კერძო სექტორშიც უნდა გადადგან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გასავითარებლად მთავრობა არაერთ პროგრამას ახორციელებს როგორც აწარმოე საქართველოში, ისე სოფლის განვითარებისა და ინოვაციების სააგენტოს მიმართულებით.