მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სტუმარმასპინძლობის თემაზე სემინარები ტარდება

28-29 მარტს, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, აჭარა კოლექტივი სასწავლო კურსს მართავს, რომლის მიზანიცაა მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, მათთვის ცოდნის გაზიარება და რეგიონული ბიზნესების წახალისება. სასწავლო კურსი თბილისში, აჭარა კოლექტივის დაწესებულება ფაბრიკაში ტარდება. კურსი კი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ფორმატის სემინარებს მოიცავს. თითოეული ლექცია იქნება ინტერაქციული, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და გააზიარონ თავიანთი გამოცდილება. სემინარებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ოთხ რეგიონში ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შეუძლიათ, რომლებიც დაინტერესებული არიან სტუმარმასპინძლობის სფეროთი, დაკავებული არიან მცირე მეწარმეობით, არიან ფერმერები, აქვთ საოჯახო სასტუმრო ან რაიმე ტიპის კავშირი სტუმარმასპინძლობის სექტორთან.

სტუმრები: ანა კვერნაძე - საქართველოს გაეროს ასოციაციის სექტორთაშორისი თანამშრომლობის მენეჯერი;

ანასტასია ზურაბიშვილი - აჭარა კოლექტივის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები