მცირე და საშუალო ნავთობიმპორტიორებს კი საქართველოში საწვავი ვეღარ შემოაქვთ. “სენტა პეტროლიუმის” ინფორმაციით, მიზეზი ისაა, რომ საქართველოს პორტებში არსებული ტერმინალები კომპანიებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ. შესაბამისად. კომპანიის ინფორმაციით, პორტების ტერმინალებში საქონლის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მსხვილ ნავთობკომპანიებს აქვთ. არსებული მიდგომა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდა, მცირე ბიზნესს აიძულებს საწვავი მსხვილი კომპანიებისგან ადგილობრივ ბაზარზე მაღალ ფასში იყიდოს, რაც კონკურენტულ უპირატესობას აკარგვინებთ და არ არის გამორიცხული მსგავსი შეზღუდვების პირობებში კომპანიების ნაწილმა საერთოდ ბაზარი დატოვოს. რა ხდება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე და რა გამოწვევებს ქმნის როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის ნავთობპროდუქტების იმპორტის შეფერხება.
სტუმარი: ზაალ იაკობიძე - სენტა პეტროლიუმის გენერალური დირექტორი;


































