მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე წარმოებებისთვის დასავლური ინვესტიციები და გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია - "ლორუკა"

ევროინტეგრაცია

„მცირე წარმოებებისთვის დასავლური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ლორის მწარმოებელი კომპანია „ლორუკას“ დამფუძნებელმა, მარიამ ლებანიძემ განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ მათი საწარმოს 50% უცხოური ინვესტიციებით მოეწყო და სრულად გადაიარაღდა.

„ზოგადად მცირე ბიზნესებისთვის დასავლური ინვესტიციები და გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი საწარმოს 50% უცხოური ინვესტიციების დახმარებით მოეწყო. შესაბამისად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირში შესვლაზე, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილებების ათვისება და დანერგვა.

ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩემი წარმოებისთვის, ასევე სხვა წარმოებებისთვისაც. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ყველა თანხმდება“,- ამბობს ლებანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები