მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში GITA-ს 25 000 ლარამდე გრანტი ორმა პროექტმა მიიღო

სტარტაპი
10.10.24 11:22
800

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

GITA-ს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია:

  • ვერტიკალური ფერმა-დანადგარი - ინოვაციური, პატენტით დაცული პლასტმასის დამუშავების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა 5-ჯერ უფრო იაფად მოხდეს საქონლის საკვების მოყვანა და გამოკვება მთელი წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.
  • io - პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების შემოსავლიანობის ზრდას, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ფერმერული საქმიანობის უფრო ეფექტურ მართვას. აპლიკაცია ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააკეთონ საკუთარი საქმიანობის დეტალური აღრიცხვა, უკეთ შეაფასონ შედეგები, მიიღონ საჭირო ინფორმაცია მოსავლის გასაუმჯობესებლად.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან გამოვლინდა 41 გამარჯვებული პროექტი. 2024 წელს კი აღნიშნული პროგრამა განხორციელდა საქართველოს 6 რეგიონში და გამოვლინდა 24 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები