მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

ლევან ზაუტაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

"მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაუტაშვილი დღემდე რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები