მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ავიაკომპანია Ecojet-ი ელექტროძრავებით რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს

ავიაზერო

დიდი ბრიტანეთის პირველმა სრულად ელექტრო ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 70 ახალ ელექტროძრავს შეიძენს, რითაც, მათი განცხადებით, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მქონე ფრენებს განახორციელებს.

Ecojet მიმდინარე წლის ივლისში დეილ ვინჩმა, განახლებადი ენერგიის კომპანია Ecotricity-ის დამფუძნებელმა შექმნა. მისი მიზანი 2026 წლისთვის მგზავრებისთვის ნულოვანი ემისიების მქონე ფრენების შეთავაზებაა და კომპანია ამ დრომდე საავიაციო რეგულატორებისგან დამტკიცებას ელოდება.

წყალბადზე მომუშავე ძრავებს ZeroAvia აწარმოებს - ახალი კომპანია, რომელიც ტექნოლოგიას კოტსვოლდის აეროპორტში ცდის. ისინი წყალბადის დახმარებით ჰაერში ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობენ, რაც თვითმფრინავების მართვაში გამოიყენება.

ამ დრომდე კომპანიამ უკვე განახორციელა 10 წარმატებული საცდელი ფრენა მცირე ზომის თვითმფრინავებით, რომლებიც 20-მდე მგზავრს იტევს. საფრენი აპარატების ერთადერთი ემისია - წყალია.

Ecojet-ი გეგმავს, რომ ბრიტანეთის მასშტაბით ფრენები 2024 წლიდან დაიწყოს და საავიაციო ინდუსტრია ელექტრო ძრავებზე გადასასვლელად მოამზადოს.

კომპანია მეცნიერების მხრიდან კრიტიკის ობიექტიც გახდა - წყალბადის წარმოება ნახშირბადის ემისიებსაც წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალბადის საწვავი სრულად ნახშირბად-ნეიტრალური არ არის თუკი მის წარმოებაში განახლებად ენერგიას არ გამოიყენებენ. თუმცა დეივ ვინჩი ამტკიცებს, რომ კომპანია “ნულოვანი ემისიებით ფრენას” უყრის საფუძველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები