მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მწვანე ბარათის" გათამაშება ფასიანი ხდება

Green Card

"მწვანე ბარათის" გათამაშებაში მონაწილეობა ფასიანი ხდება. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში უთხრეს, რომ "მწვანე ბარათის" მომდევნო პროგრამა, [რომელიც წელს ოქტომბერში გამოცხადდება] სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას, აპლიკანტებს 1 დოლარის გადახდა მოუწევთ.

როგორც წესი, რეგისტრაციის პროცესი ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, შედეგების შესახებ ცნობილი კი მაისში ხდება. Diversity Visa, იგივე “მწვანე ბარათი” (Green Card) საბუთია, რომელიც აშშ-ში რეზიდენტის სტატუსს გაძლევთ. ეს კი ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას ნიშნავს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA)-ს 203 (c) ნაწილის თანახმად გათვალისწინებულია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ისტორიულად შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს. აქამდე DV პროგრამაში მონაწილეობა უფასო იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები