პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ დასრულებულია! „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტის მშენებლობის მენეჯმენტი, რომელიც 1.5 ჰექტარზეა სრულად LSG Solutions-მა განახორციელა.
კომპლექსი სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ბლოკისგან შედგება, რომელიც მოიცავს ორ 7 სართულიან საცხოვრებელს, გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო შენობებს, სადაც მდებარეობს ღია აუზი, ფიტნესდარბაზი და სპაცენტრი.
კომპლექსი მოიცავს 80 ბინას და ასევე 1 650 მ² შიდა დახურული პარკინგს. წვრილმანებში გათვლილი დეტალები განსაკუთრებული კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.
LSG Solutions-ის მშენებლობის მენეჯმენტის სერვისი რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე გულისხმობს, მშენებლობის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის, მოსალოდნელი რისკების ეფექტიანად მართვასა, ასევე ხარჯების დაგეგმვა/ოპტიმიზაციას, ვადების და ხარისხის კონტროლს.
სტუმრები: სოსო ბერიძე - LSG Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
გიორგი კაპანაძე - "სილქ დეველოპმენტის" ბიზნესის განვითარების დირექტორი