მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ქალაქში ლისზე ოკტოპუსის ახალი ფილიალი გაიხსნება

მწვანე ქალაქში ლისზე ოკტოპუსის ახალი ფილიალი გაიხსნება
07.08.24 10:07
457

კონცეპტუალური ფიტნეს ცენტრის ოკტოპუსის ახალი ფილიალი მწვანე ქალაქში ლისზე 2024 წელს გაიხსნება, რომელიც ოკტოპუსის ახალი პროექტია, განსხვავებული კონცეფციით და სერვისებით.

მდებარეობამ, მწვანე ქალაქის კონცეფციამ და შენობის უნიკალურმა არქიტექტურამ, რომელიც ლისი დეველოპმენტს ეკუთვნის, დიდი ზეგავლენა იქონია ახალი ოკტოპუსის ჩამოყალიბებაში.

ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ივარჯიშონ კეთილმოწყობილ ფიტნეს სივრცეში, TechnoGym-ის უახლესი ტრენაჟორებით, ისარგებლონ პილატეს რეფორმერის სტუდიით. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იქნება საცურაო აუზი, პანორამული ხედით თბილისზე. ასევე გარე მოსასვენებელი სივრცე და ოკტოპუს კაფე, განახლებული Fit მენიუთი, რომელიც მოიცავს ჯანსაღი კვების მრავალფეროვან რაციონს.

.

პირველად, ოკტოპუს ფიტნეს კლუბში, ფინურ საუნასთან ერთად იქნება, ორთქლის და ინფრარედ საუნები, კრიო თერაპია, მასაჟის და კოსმეტიკური კაბინეტები, სადაც სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება იქნება შესაძლებელი, როგორც სხეულის ასევე სახის კანისთვის.

ახალი ოკტოპუსის იდეა სრულ თანხვედრაშია მწვანე ქალაქი ლისის კონცეფციასთან, შექმნას ეკოლოგიურად სუფთა გარემო და დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების სტილი, სადაც ყველა პირობაა იმისათვის რომ თავი ყოველდღე განსაკუთრებულად და უსაფრთხოდ იგრძნო.

მწვანე ქალაქი ლისზე თავის მცხოვრებლებს დაბალანსებული გარემოსთვის საჭირო ყველა კომფორტს სთავაზობს. მწვანე ქალაქში მოწყობილია 7 პარკი, კომერციული ზონა, სადაც ფუნქციონირებს კაფეები, სუპერმარკეტები, აფთიაქი და სხვა. ახალი ოკტოპუსი მწვანე ქალაქი ლისის მცხოვრებლებისთვის დამატებითი ბენეფიტი იქნება, რადგან მათ ტერიტორიიდან გაუსვლელად შეეძლებათ სრულფასოვანი სერვისების მიღება.

მწვანე ქალაქი ლისზე ლისი დეველოპმენტის ყველაზე მასშტაბური პროექტია თბილისში, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ 365 ჰექტარ მიწას მოიცავს, სადაც განვითარებულია 3 უბანი და ვილების უბანი. მწვანე ქალაქი გაშენებულია უნიკალური პრინციპით - 80/20, რაც გულისხმობს, რომ პროექტის ტერიტორიის 80% გამწვანებას და დამატებით ინფრაქსტრუქტურას ეთმობა და მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები. სწორედ ამ პრინციპმა მისცა კომპანიას შესაძლებლობა შეექმნა 70კვ.მ სივრცე ერთ ადამინზე, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტს 7.7 ჯერ აღემატება.

ახალი ოკტოპუს კლუბი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვიზუალურ გადაწყვეტას შესთავაზებთ წევრებს. მწვანე ქალაქის კონცეფციიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება დაეთმობა ლანდშაპტს. კლუბის ღია და დახურულ სივრცეებში განთავსებული იქნება მრავალფეროვანი მცენარეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები