მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ტრანსპორტი - #საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი არ გამოყოფს მავნე ტოქსინებს, გაზებს და დადებითად მოქმედებს გარემოზე. მდგრადი განვითარების მეთერთმეტე მიზნის მეორე ამოცანა სწორედ მდგრად ტრანსპორტს ეხება და გულისხმობს, 2030 წლისთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და მდგრად სატრანსპორტო სისტემაზე წვდომას ყველასათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

რა მნიშვნელობა აქვს მწვანე და მდგრად ტრანსპორტს, რა ვითარებაა საქართველოში ამ კუთხით და რას აკეთებს კერძო სექტორი მწვანე ტრანსპორტის დანერგვისთვის?

რუბრიკის წამყვანი: ნინო კვანტრიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

სტუმრები: ეკა ლალიაშვილი - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე;

გაგა კოხრეიძე - „თეგეტა ქარსის“ ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები